საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

JSTOR სამეცნიერო ელექტრონული ბაზა - უფასო წვდომა უნივერსიტეტის მიღმა სივრციდან

2021 წლის 30 ივნისამდე, თსუ ელ. ფოსტის მქონე მკითხველებს საშუალება აქვთ ისარგებლონ  JSTOR სამეცნიერო ელექტრონული ბაზით, უნივერსიტეტის მიღმა სივრციდან.

მიჰყევით ინსტრუქციას, საიტის მისამართი: https://www.jstor.org/institutionSearch 

„Enter your institution’s name” ველში ჩაწერეთ - Tbilisi და შეარჩიეთ - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, გადადით ბმულზე და ჩაწერეთ თქვენი თსუ ელ. ფოსტა და პაროლი.

გისურვებთ წარმატებებს!

 

JSTOR - არის ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 1900-ზე მეტ აკადემიურ ჟურნალს 50-ზე მეტ სფეროში. იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება აკადემიურ საზოგადოებას გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამეცნიერო ჩანაწერების არქივი, განავითაროს კვლევა და სწავლება.

დღეისათვის JSTOR-ს იყენებს 160 ქვეყნის 8000-მდე დაწესებულება,  მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თარიღი: 29/03/2021